გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

16-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.


ბრალდებულმა ნ.ქ.-მ 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.


ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.