გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოები შეიქმნა

16-09-2025

თბილისის პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა. თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.


თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, საქმიანობას განახორციელებენ ის პროკურორები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ აღნიშნულ დანაშაულებზე გამოძიებაში ზედამხედველობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით.


თავის მხრივ, ასევე, ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს. არასრულწლოვანთა სამმართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ საქმიანობას.