გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ინდოელები დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით“-ვოიაჟერი

16-09-2025

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის „ვოიაჟერის“ ბიზნეს განვითრების მენეჯერი ანა გვაზავა.


„მუმბაისა და დელიში წარმატებული შეხვდრები შედგა, ინდური კომპანიების ინტერესი ძალიან დიდია. თითოეულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ტურისტული კომპანია. ეს კომპანიები წარმოადგენენ ჩვენთვის დიდ ინტერესს, მათი კლიენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ინდოეთთან გვაქვს 10 პირდაპირი ფრენა, 3 მუმბაიდან და 7 დელიდან. იმედია რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.


საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის ძალიან წარმატებულია მსგავსი ღონისძიებების მოწყობა, ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს. ინდოეთი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის რადგან ინდოელები დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით. ასევე დიდი დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ძალიან შემოსავლიანია ტურიზმისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ კომპანიები განვავითაროთ მაღალმხარჯველი ტურისტის მიმართულება ინდოეთიდან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“,-აცხადებს ანა გვაზავა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.