გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

„საინტერესო შეხვედრები შედგა დელისა და მუმბაიში, ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა“-აჭარა ტური

16-09-2025

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის აჭარა ტურის დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე. 


საინტერესო შეხვედრები შედგა დელისა და მუმბაიში, ინდოეთის ბაზარი საქართველოსთვის  ძალიან საინტერესოა, ძალიან მზარდი ტურისტული ნაკადები შემოდის,  ამას ხელი შეუწყო ინდური ავიაკომპანიის პირდაპირი ფრენების დანიშვნა, როგორც მუმბაიდან ასევე დელიდან.  საკმაოდ საინტერესო იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემოთავაზებული ეს ფორმატი. ასეთი როუდოუები, B2B ფორმატში შეხვედრები საქართველოს პოპულარიზაციისთვის კარგია. ვფიქრობ,  ეს პროექტი საკმაოდ ნაყოფიერია რადგან პირდაპირი კონტაქტები გვაქვს იმ პროფესიონალებთან რომლებმაც პოტენციურად უნდა გამოაგზავნონ ტურისტები საქართველოში“,-ამბობს ირაკლი თავართქილაძე.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.