გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ინდოეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული კომპანიებისთვის-Mayflower Georgia

16-09-2025

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის Mayflower Georgia-ის დამფუძნებელი ბექა ღონღაძე.


„ინდოეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ტურისტული კომპანიებისთვის. ვფიქრობ, ყოველ წელიწადს უნდა ვატარებდეთ ღონისძიებებს ინდოეთში, რომ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და ტურისტული პროდუქტები. ინდოეთი ძალიან დიდი ტურისტული ბაზარია, მუდმივად საჭიროა შეხვედრები. ჩვენი კომპანია ძალიან დიდი ხანია ინდოეთის ბაზარზე ოპერირებს. სანამ პირდაპირი ფრენები დაინიშნებოდა მაშინაც იყო მოთხოვნა ინდოეთიდან საქართველოზე, ახლა საქართველოს ტურისტული მიმართულება კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება“-აცხადებს ბექა ღონღაძე.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.