გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მეხანძრე-მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

17-09-2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.


მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.


შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000-მდე მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა ტურისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი მათგანი კი შეუძლოდ გახდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.


სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.