გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა თევზსაშენი მეურნეობა დაათვალიერა

17-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრ ავი დიხტერს, შიდა ქართლში, სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი თევზსაშენი მეურნეობის საქმიანობა გააცნო.


შპს „დს ფიშ გრუპი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია.  კომპანიამ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის  წარმადობა წელიწადში დაახლოებით 250 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზის წარმოებაა, 100-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.   ნედლი თევზისა  და გადამუშავებული თევზის რეალიზაცია კომპანიის ბრენდულ მაღაზიასა და რესტორანში  ხდება.


ისრაელის მხარე საქართველოში აგროსასურსათო მეურნეობების საქმიანობით, მათ შორის,  თევზის წარმოების შესაძლებლობით დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ  სახელმწიფო მხარს უჭერს  ქვეყანაში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგის განვითარებას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია წარმოების სრული ჯაჭვი.


კომპანიის  „დს ფიშ გრუპი“ თევზსაშენ მეურნეობაში ასევე იმყოფებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირები.