გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე, ქობულეთში, "ჩელე არენას" მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

17-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ქობულეთში, "ჩელე არენას" მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.


სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი. ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათებები, განხორციელდა ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება.


პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.