გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან

17-09-2025

ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მაგალითი 2008 წლიდან მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული პრაქტიკაა დაახლოებით ერთი  თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა და შემდეგ მათი მხრიდან არჩევნების დაკვირვება. 


„აქაც საკმარისი დრო იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. ასეთ ფონზე არავის უკვირს, რომ ეუთო/ოდირმა თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან, თუმცა ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.