გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დელისა და მუმბაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები განთავსდა

18-09-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე,    საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.


 ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან Think Strawberries ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.


 კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს,  ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს,  ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება.


კამპანია მოიცავს რეკლამასა და ვიდეორგოლებს  სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში. 


კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში მსხვილი ტურისტული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება.