გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

18-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.


მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი  ნივთიერება ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3  ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.