გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამართალდამცველებმა კახეთში 1337 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

18-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  ჯგუფურად, უკანონო დათესვა- მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტებზე   5  პირი დააკავეს.დაკავებული არიან:  1985 წელს დაბადებული ლ.მ. , 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ.;   2003  წელს დაბადებული ხ.ს.  და  1978 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  ზ. ჩ.


დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე „კანაფის“-ს უკანონო დათესვა - მოყვანასა და  კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი  მცენარე „კანაფს“-ს,   საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.


სამართალდამცველებმა  სასოფლო - სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარე "კანაფის" 1337  ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს , ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  გამომშრალი "მარიხუანა" და   „მარიხუანას" დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე, 260-ე კვარტა,  25-265-ე პრიმა და  265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს.