გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

18-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.


მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს.  გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.


დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.