გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა აღმოაჩინეს

18-09-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა (4 კილოგრამამდე) აღმოაჩინეს.


მებაჟე ოფიცრის მიერ, მგზავრის (რომელიც ჩამოფრინდა ბანგკოკი-სტამბული-ბათუმის რეისით) ბარგისა და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა თხევადი საპნისთვის განკუთვნილი 4 ცალი პლასტმასის ბოთლი.


აღნიშნული საქონელი დამატებით, დეტალურ დათვალიერებას დაექვემდებარა, რის შედეგადაც ოთხივე პლასტმასის ბოთლში, ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა იქნა გამოვლენილი.


გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.