გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა- ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს

18-09-2025

სამართალდარღვევები გამოვლენილია იმერეთში - ზესტაფონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლში - მარნეულის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთში დუშეთის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოში - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმში - ონის მუნიციპალიტეტში და კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტში.


სამართალდამრღვევებმა მდინარეების -  ყვირილას, რიონის, ხრამის, დებედას, არაგვის, არღუნის, ხობის, ცხენისწყლისა და ალაზნის კალაპოტებიდან,  სპეციალური ტექნიკის - ექსკავატორების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტური გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.