გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის" აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა

18-09-2025

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის" აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯო უილსონისა და „ნაცმოძრაობის" წევრების შეხვედრა, ფაქტობრივად შიდაპარტიული შეხვედრაა.  


„გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც შემდგომ არ განხორციელდა, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, საინტერესო არ არის. ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის" აგენტები. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის ფაქტობრივად შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.