გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი

18-09-2025

ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებეს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ.  


„მთავარი რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭრეს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ აგენტურას, შეუძლებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზი, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასე გაგრძელდება პროცესები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.