გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი ფარას მიერ გამოქვეყნებულ "ნაცმოძრაობის" კონტრაქტზე: ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც

18-09-2025

ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას" მიერ „ნაციონალური მოძრაობისა" და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.  


ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამდენი ფული რომ დაეხარჯა ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც. 


„თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან, იმისათვის, რომ ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ. ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ ვმუშაობთ და კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ხალხის მხარდაჭერაზეც, მათ შორის, არჩევნებზე. იგივე დროს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს. ასე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.