გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

19-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.

ამავე ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.