გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

19-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.


3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სოფლების - ფოლადაურისა და ტალავერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა რცხილის სახეობის ჯამში 16 ძირი ხე-მცენარე მოჭრეს და მისგან დამზადებული საშეშე-მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.   


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქე, სოფელ პატარა ჩაილურის მიმდებარე ტყეში უკანონოდ მოპოვებული 5 ძირი წიფლის სახეობის ხე-მცენარისგან დამზადებული საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. 


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.