გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

19-09-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.


კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ.