გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

20-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ზ. სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2018 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული გ.ზ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.