გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კასპში 20 სექტემბერი - მსოფლიო დასუფთავების დღე აქტიურად აღინიშნა

20-09-2025

20 სექტემბერს, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში დასუფთავების მასშტაბური აქციები ტარდება, რომელშიც კასპის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული.

 

დღეს ქალაქის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მომავლის მოლეკულები“ (ლიდერი პედაგოგი მარინა ომანაშვილი), რომელთანაც კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთ თანამშრომლების მემორანდუმი მიმდინარე წელს გააფორმა - მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდა და დასუფთავების აქცია ქალაქში ჩაატარა.

ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე და ერთ ერთი დასახლების ტერიტორია დაასუფთავეს.

 

აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა, ნარჩენების გატანა კი ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობამ უზრუნველყო.

 

ეკოკლუბი ,,მომავლის მოლეკულები” ნიკო კეცხოველის სახელობის ეკოკლუბების კონკურსის 2025 წლის შიდა ქართლის ფინალისტი გუნდია.

 

ფინალი 26 სექტემბერს გაიმართება - კასპის მუნიციპალიტეტის მერია ,,მომავლის მოლეკულებს” წარმატებებს უსურვებს.

მერია ყოველთვის უჭერს მხარს და თანამშრომლობს მუნიციპალიტეტში მოქმედ ეკოკლუბებთან.