გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მაკრონი აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

22-09-2025

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის "მიუღებელია".


აგვისტოში კუშნერმა საჯაროდ დაადანაშაულა მაკრონი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არასაკმარისი ზომების მიღებაში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები საფრანგეთში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის შიდა ინციდენტების ზრდას დაუკავშირა.


"ეს არის შეცდომა და მიუღებელი განცხადებაა იმ ადამიანისთვის, ვინც დიპლომატი უნდა იყოს", - თქვა მაკრონმა.


ამასთან, დაამატა, რომ: "თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესები უნდა დაიცვა... გადასახადის გადამხდელთა ფული სათანადოდ არ გამოიყენება ამ ტიპის განცხადებების დასაფინანსებლად".