გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მაკრონი, რომელიც აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ფრანგი დიპლომატი თავს ამის გაკეთების უფლებას არასდროს მისცემდა

22-09-2025

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ამ თემაზე მან CBS news-ის ეთერში ისაუბრა, როდესაც საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკულ სტატიაზე ილაპარაკა.


„ვფიქრობ, ეს შეცდომა და დიპლომატისთვის მიუღებელი განცხადებაა. საფრანგეთის ელჩი ამის გაკეთების უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ან ხარ ადამიანი, ვისაც თავისუფლად უნდა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, კი ბატონო, მაგრამ თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესებს უნდა მიჰყვე. ეს არ არის ელჩის სიტყვები. ეს მიუღებელია“, - განაცხადა მაკრონმა.


ჩარლზ კუშნერმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაწერა, რომ საფრანგეთში ქვეყანაში არსებულ ანტისემიტიზმს არ ებრძვის.