გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

22-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 1980 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ა.ს. თბილისში დააკავეს.


დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად,ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 20 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე, ელექტრო სასწორი.პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.