გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერ-მინისტრმა დუშეთის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა

22-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ქალაქ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა.


მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.


ირაკლი კობახიძემ მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია.


სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები.


სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს.


სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.