გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დავით სონღულაშვილი საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

23-09-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს და საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრა პონევაჩ-პანასს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ყოფილ ელჩს, ანა მარია შიკოს საქართველო-უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისა და უფრო ეფექტიანი პარტნიორობისთვის. როგორც იცით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრეთის ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, რომლებთანაც, ცოტა ხნის წინ, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს. ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან ერთობლივ საქმიანობასაც მოითხოვს.


ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ტურიზმი, განვახორციელოთ ინვესტიციები, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის სექტორში.


გარდა ამისა, ველოდებით ექსპერტების ჩამოსვლას, რომლებიც დაგვეხმარებიან ევროინტეგრაციის პროცესში და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.