გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი დააკავა

23-09-2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის  გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია: 4 034 ლარი, 2 617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257 834 რუსული რუბლი და 87 301 სომხური დრამი.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ერთიდან სამ წლამდე ვადით.