გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

24-09-2025

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა. რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი გუნდი იღებდა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.


თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.