გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე

24-09-2025

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი.


„ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი", - განაცხადა პრემიერმა.