გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერ-მინისტრი თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციისა და ურბანული განახლების პროექტებს გაეცნო

24-09-2025

თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ისტორიული სკოლა დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო.


როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის ისტორიული ფასადის მაქსიმალურ დაცვას და განახლებას. რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.


"თელავში ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია ძალიან მალე დაიწყება და ეს სკოლა თელაველებს თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო თელავში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტს, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. რეაბილიტაციის შედეგად, ქუჩებს ისტორიული იერსახე დაუბრუნდება.


თელავის ახლად რეაბილიტირებული ქუჩები პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.