გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa

24-09-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.


გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი მიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა.


გამოფენაზე საქართველოს სტენდს გაეცნო და შეხვედრებს დაესწრო საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.


საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინის და კულინარიულ ტურიზმს.


IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ ღონისძიებას წარმოადგენს. გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, სტუმრების რაოდენობა კი 30 ათასს აღემატება.