გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს ანიეს ქოთუს შეხვდა

25-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს ანიეს ქოთუს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მიმდინარე ეფექტიანი თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით. აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი.


ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაზე.
შეხვედრას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.