გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა შათირიშვილი: დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში „დიფ სთეითის“ დავალებებით მოქმედებენ, დაუფარავად ებრძვიან ლეგიტიმურ ხელისუფლებას

25-09-2025

გარკვეული პერიოდის წინ, მე გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩებსა და საელჩოებზე, რომელშიც საუბარი მქონდა უცხო ქვეყნის თანამშრომლებისათვის რაოდენობრივი ლიმიტის დაწესებაზე, რამეთუ საელჩოები, ნაცვლად დიპლომატიური სამსახურისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, შესაბამისად დიპ სტეიტის მცირე ფილიალებად არის ქცეული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.


შათირიშვილის განცხადებით, დღევანდელობაში კონკრეტული ქვეყნის ელჩები უკვე დაუფარავად მოქმედებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.


„სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში დიპ სტეიტის დავალებებით მოქმედებენ, დაუფარავად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას, ადგილზე მოქმედ აგენტურას მაქსიმალურად ასაზრდოებენ“,-წერს შათირიშილი.


შათირიშვილი საუბრობს ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოლანდიის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ცალსახა დარღვევაა.

„მხოლოდ გასული 3 დღის განმავლობაში:


ჰოლანდიის ელჩად წოდებული მელინე არაკელიანი ფარულად შეხვდა ელენე ხოშტარიას საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თანაც მას შემდეგ, რაც ხოშტარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.


გერმანიის ელჩად წოდებულმა პეტერ ფიშერმა ჯერ შეურაცხმყოფელი წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებაში მხოლოდ გვარით მოიხსენია ( რაც დიპლომატიური ეთიკის უხეში დარღვევაა), ხოლო შემდეგ საკუთარ მინისტრთან ერთად დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა.


ბრიტანეთის საელჩოში ასევე ფარულად იმყოფებოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, გიგა ბოკერია და გია ბარამიძე, რაც შემთხვევით გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის. თუმცა, საელჩოდან გამოსულმა ბარამიძემ არ დამალა, რომ ბრიტანელებს დიპ სტეიტის ფილიალში, იგივე საელჩოს შენობაში 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ესაუბრა...


ევროკავშირის ელჩად წოდებულმა პაველ ჰერჩინსკიმ უკვე მერამდენედ, დააფინანსა და იპარტნიორა ადამიანთან, რომელიც ამართლებს პოლიტიკურ მკვლელობას, ცინიკურად საუბრობს ადამიანის გარდაცვალებაზე და წარმოადგენს „ენჯეოს“, რომელიც გამუდმებით თესავს სიძულვილს, ხოლო ხალხს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს...


აღარ ჩამოვთვლი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რადგან მათი მხრიდან იმდენად გათავხედებულ ქმედებებს ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ელჩების დონეს დიდი ხანია გასცდნენ და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნის პირველი პირები არიან ჩართული ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიაში“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.