გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სეზონის გახსნიდან 1 თვეში უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინა

25-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს.


უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 147 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 48 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 44 - გურიაში, 40-40 - აჭარასა და ქვემო ქართლში, 36 - შიდა ქართლში, 29 - მცხეთა-მთიანეთში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 8 - კახეთში, 2 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.


სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში უკანონო ნადირობის 2 ფაქტია აღკვეთილი.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 363 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 26 შემთხვევაში სამართალდამრღვევები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 20 შემთხვევაში მათ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 5 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.


დაფიქსირდა უკანონო საშუალებით - ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. „მანოკი“) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია 358 „მანოკი“. ყველაზე მეტი - 142 „მანოკი“ დაილუქა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 


უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით,  დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.