გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი სპორტსმენებს შეხვდა

24-11-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.


“ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როდესაც ვიცით, რომ გარემოს დაცულობა არ არის მაღალ დონეზე, ჰაერი დაბინძურებულია და არსებობს სენი ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი. ვცდილობ ასე ვიცხოვრო, სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა. ვეცადე, რომ დავესწრო ყველა მნიშვნელოვან მატჩს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა საქართველოს გვერდით იყოს არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, არამედ სპორტსმენების გვერდით იდგეს ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრისას.