გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

25-09-2025

28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება.


ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.


ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე.


ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის - ცოცვის პოპულარიზაციას.


მითუმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.


გელოდებათ - ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება.