გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო მოლდოვასა და უკრაინაში პროგნოზი შემცირებულია და 1,5%-ს და 2.5%-ს შეადგენს

26-09-2025

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.


ამასთან, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.


აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არა ერთ ქვეყანას, რასაც ადასტურებს რეგიონში არსებული მაჩვენებლები.


EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, სომხეთში პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა; თურქეთში პროგნოზი 0.3%-ით გაუმჯობესდა; ხოლო, აზერბაიჯანის პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით.


რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, პროგნოზი ასევე, შემცირებულია. მოლდოვა - პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით; უკრაინა - პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,5%-ს შეადგენს, უკრაინის მაჩვენებელი კი 2,5%-იან ნიშნულზეა.