გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძემ ქუთაისის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

26-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

 

მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგარზდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვილილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

 

ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემოქმედებითი წარმოდგენა შესთავაზეს.

 

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.