26-09-2025
კასპის ტექნოპარკში გაიმართა შეხვედრა, სადაც GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოავლინეს.
გამოვლინდა 4 გამარჯვებული ჯგუფი: AI IA, Cordica, Hatch, Kalme. თითოეულ მათგანს წარმოდგენილი იდეების განსახორციელებლად გადაეცა გრანტი 25 000 ლარის ოდენობით.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანი საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობაა;
კასპში ტექნოპარკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა, რომელიც არის ერთადერთი ინოვაციური ჰაბი შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.
"ტექნოპარკში ჩართულობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის ახალგაზრდების. აქ იმაღლებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა კი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.
დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს თითოეულ გამარჯვებულს, ასევე ყველა მონაწილეს ვინც ამ ეტაპზე გრანტი ვერ მოიპოვა, მაგრამ მიიღო საუკეთესო გამოცდილება, რომელიც მომავალში გრანტის მოპოვების საწინდარია" - აცხადებენ კასპის მერიაში.