გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული, ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად

26-09-2025

ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი.


„ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად. ეს არის მისი ღირებულებები, მისი სტანდარტები და სწორედ ამ ღირებულებებით აღმოჩნდა ის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი და ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი პაატაც", - განაცხადა პრემიერმა.