გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ბატონმა ფიშერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც

26-09-2025

ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, გერმანიის ელჩმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც.


„ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც", - განაცხადა პრემიერმა.