გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

26-09-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 76,444 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე), რომელიც დააფასოვეს და ნაწილი ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. ხოლო ნაწილს ინახავდნენ პირადად, საცხოვრებელ სახლში და ავტომანქანაში.


სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად და განთავსებული ლოკაციებიდან ამოიღეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ", მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", „დ", მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ", „ე", მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუმადგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.