გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

26-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის, მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.