გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს ენერგოსისტემას გამოუჩნდება ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მსხვილი პროექტების განხორციელება დაჩქარდეს

26-09-2025

„ენერგეტიკის დარგთან გვქონდა გულწრფელი დიალოგი და მათთან ერთად ვცდილობთ, რომ სწორი, გამჭვირვალე, განჭვრეტადი მიდგომებით უზრუნველვყოთ სექტორის სწრაფი განვითარება" - ეს განცხადება მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.


მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა სრული ანალიზი იმის დასადგენად, თუ რამდენად საჭირო იყო 15 000 მგვტ-ზე გაცემული მემორანდუმები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ასევე მოხდა, ერთი მხრივ, გადამყიდველი კომპანიებისა და პირების, ხოლო მეორე მხრივ, სერიოზული ინვესტორების იდენტიფიცირება, რომლებიც შექმნიან დამატებით სიმძლავრეებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.


„ჩვენი მესიჯი არის ძალიან მკაფიო - რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ვიქნებით სამართლიანები და ძალიან ხისტები ყველას მიმართ, ვინც არცერთ ვალდებულებას არ ასრულებს - მათ მიმართ ლმობიერება დასრულებულია. ნახავთ, რომ ჩვენს ენერგოსისტემას გამოუჩნდება ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მსხვილი პროექტების განხორციელება დაჩქარდეს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.