გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზელენსკი: თუ ძალა არ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მზად ვართ ისინი მომავალში დიპლომატიური საშუალებებით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით

26-09-2025

უკრაინა მზადაა მომავალში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიით დაიბრუნოს და არა იარაღით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა, რითაც რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი ფაქტობრივი საზღვრების განხილვის საშუალება დაუშვა.


სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტერიტორიების დაბრუნების დიპლომატიური გზით განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იარაღით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია ან თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ყველასთვის კარგი კომპრომისი იქნება.


„თუ ხვალ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ასეთი საკითხების გადაწყვეტა გვიწევს“, - აცხადებს ზელენსკი.