გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს

27-09-2025

სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, საპროტესტო აქციებზე უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე.


„აქციების 300 დღე არის იმის დასტური, რომ უცხოური აგენტურა საქართველოში ვერ ინება წარმატებული. როგორც ხედავთ, ხან 50, ხან 100, 150 კაცი გამოდის, უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ჩვენ გავაგრძელებთ ასე მოქმედებას. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - განაცხადა პრემიერმა.