გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო თანდილაშვილი თბილისის ეროვნულ პარკში მიმდინარე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტებს ადგილზე გაეცნო

28-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და აღნიშნულ ტერიტორიებზე სარეკრეაციო და ეკოტურისტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

„საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება და განვითარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს  მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. თბილისის ეროვნულ პარკში, ამჟამად, ეწყობა მასშტაბური ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. დედაქალაქთან ძალიან ახლოს შეიქმნება ვიზიტორებისთვის კომფორტული და მრავალფეროვანი მოგზაურობის გარემო“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასრულების ეტაპზეა 2 მასშტაბური პროექტი, რომელიც საბადურის და ზედაზენის უბნებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. კერძოდ, საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით; ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.