გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

28-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი, 2002 წელს დაბადებული ეგვიპტის მოქალაქე დ.ე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„დ.ე. თავის საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. დ.ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა.


სამართალდამცველების მიერ დაკავებული დ.ე. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.